UNDP-ის პროექტის ფარგლებში, რეგიონულ კოორდინატორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის (GCF) პროექტის ფარგლებში, რეგიონულ კოორდინატორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტების რეგიონული კოორდინატორები ესწრებოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს.

„შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა, რომელმაც საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასა და დაგეგმილი ღონისძიებების პროცესში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე ისაუბრა. სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გაეცნენ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის მიზნებს, ამოცანებს და პროექტის ფარგლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს, რაც გულისხმობს როგორც მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებას და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება-გამოყენებას, ასევე საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირებას. მიღებული ინფორმაცია დაეხმარება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ ადგილობრივი მთავრობის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი მედიის და თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების ჩართულობა და მონაწილეობა პროექტის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში. პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და (UNEP) - ს სფეროს სხვა ექსპერტები. პროექტი “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია, 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობისგან, ზვავისაგან, გვალვისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვა ბუნებრივი საფრთხეებისგან უკეთ დაცვას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა