ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბათუმში, თავდადებულის ქუჩის #35-ში ორსართულიანი შენობის რეაბილიტაციას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ბათუმის მერია ახორციელებს. ამის შესახებ, „ინტერპრენსიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, უკვე დასრულდა სახურავის მონტაჟი, შეიცვალა შენობის საძირკვლის ნაწილი და კარ-ფანჯრები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის შუშაბანდს.

„ამ ეტაპზე შიდა მოსაპირკეთებელი და ფასადის შეცვლის სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ღირებულება 765 ათას 296 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა