ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში აღიშნულ ჩიხებში გათვალისწინებულია საყრდენი კედლების, სანიაღვრეების, ცხაურებისა და ეზოებში შესასვლელი მონაკვეთების მოწყობაც.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად სპეცტექნიკის საშუალებით, გზის საფარის დასაგებად გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, მოწესრიგებული და გამართული ინფრასტრუქტურით ადგილობრივები და კურორტის სტუმრები ისარგებლებენ.