ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კვლევები საქართველოს 25 ქალაქში ჩატარდება

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეცხრამეტე ეტაპს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის შემცველობა საქართველოს 25 ქალაქში განისაზღვრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, აღებული სინჯები დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გაიგზავნება.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით ინდიკატორულ გაზომვებს 2015 წლიდან ახორციელებს. წელს, სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეცხრამეტე ეტაპს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის შემცველობა საქართველოს 25 ქალაქში განისაზღვრება. აღებული სინჯები დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გაიგზავნება. შედეგების შეფასება ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად ხორციელდება, ხოლო მიღებული შედეგები, უახლოეს მომავალში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge გამოქვეყნდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა