ლევან ხაბეიშვილი - მოვუწოდებ მერიას, გაუბედურებულ მოვაჭრეებს ნუღარ აწამებთ, დაითვალეთ ზარალი და ბოლომდე აუნაზღაურეთ

მოვუწოდებ დედაქალაქის მერიას და ხელისუფლებას, ამ გაუბედურებულ ადამიანებს ნუღარ აწამებთ, სასამართლოებსა და აქციებზე ნუღარ ატარებთ, დაითვალეთ ზარალი და აუნაზღაურეთ თავიდან ბოლომდე, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მოვაჭრეებმა დაზღვევის დამატებითი გადასახადი არ უნდა გადაიხადონ, რადგან „ისედაც ძალიან დიდ გადასახადებს იხდიან”.

„რომ გვინდოდეს დავიჯეროთ, რომ ბაზრობა შემთხვევით დაიწვა, ამის ფიქრის საფუძველს არ გვაძლევს ბევრი არგუმენტი. 20-მდე ბაზარი დაიწვა და არცერთი საქმე აქამდე გამოძიებული არ არის. მუდმივად გვეუბნებიან, დაველოდოთ გამოძიებას და ამასობაში ადამიანები გაჭირვებაში ცხოვრობენ. დაზღვევის დამატებითი გადასახადი ამ ხალხმა არ უნდა გადაიხადოს, ისედაც ძალიან დიდ გადასახადებს იხდიან. ადმინისტრაცია გადასახადის ამოღების დროს, დასუფთავების თანხის ამოღების დროს მაგარი ბიჭია და ამ ხალხს დაახრჩობს ერთი წამით რომ გადააცილოს გადასახადი. მოვუწოდებ დედაქალაქის მერიას და ხელისუფლებას, ამ გაუბედურებულ ადამიანებს ნუღარ აწამებთ, სასამართლოებში და აქციებზე ნუღარ ატარებთ, დაითვალეთ ზარალი და აუნაზღაურეთ თავიდან ბოლომდე,” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა