რუსთავის „ცხელების ცენტრში“ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, ამსტერდამიდან საქართველოში დაბრუნებული 8 პირი შეიყვანეს

რუსთავის „ცხელების ცენტრში“ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, ამსტერდამიდან საქართველოში დაბრუნებული 8 პირი შეიყვანეს. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

„გუშინ ამსტერდამიდან დაბრუნებული 8 პირი, ჩვენს „ცხელების ცენტრში“ პირდაპირ აეროპორტიდან გადმოიყვანეს, მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომები აღენიშნებოდა. რვავეს ავუღეთ ბიოლოგიური მასალა და გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გადავაგზავნეთ, პასუხები სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პაპუნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 8 საკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს