აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ - თინათინ ზოიძემ წარმოადგინა.

„ცვლილება საინვესტიციო პოლიტიკის ხელშეწყობასა და პრაქტიკაში გამოვლენილი უზუსტობებისა თუ ხარვეზების კორექტირებაზეა ორიენტირებული.

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის პლენარულ სხდომაზე გატანას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა