„აიპლიუსმა” რეალიზაციაში ოფიციალური LEGO-ს პროდუქცია დაამატა

Apple-ის ოფიციალურმა პარტნიორმა კომპანია „აიპლიუსმა”, რომელიც ზუსტად 1 წლის წინ გახდა მულტიბრენდი (დაამატა, Samsung-ის, Xiaomi-ის და Console-ების ხაზი), მომხმარებლებს საზაფხულო საჩუქარი გაუკეთა და რეალიზაციაში ოფიციალური LEGO-ს პროდუქცია დაამატა, - ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „აიპლიუსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, LEGO თანამედროვე ბავშვების ყველაზე უსაფრთხო და ინოვაციური გასართობია, რომელიც „აიპლიუსში” ოფიციალური გარანტიით გაიყიდება.

კომპანიის ინფორმაციით, iPlus-ში შევხვდებით როგორც ლოგიკურ, არქიტექტურულ და სააზროვნო LEGO-ებს, ასევე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილ ჟანრობრივ LEGO-ებს.

„LEGO-ების დისტრიბუციის იდეა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გვქონდა. საქართველოში რთულად მოიძებნება სივრცე, სადაც ამ ორიგინალურ და ინოვაციურ პროდუქციას ოფიციალური წარმოებით შეიძენთ. ასევე გვაქვს LEGO-ები, რომლებიც აწყობის შემდეგ სმარტფონებს უკავშირდება და მათი მართვა გაცილებით მარტივი და სახალისოა. 30 ივნისის ჩათვლით კი LEGO-ს პროდუქციაზე 15%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებთ”, - აცხადებს iPlus-ის მენეჯერი სოფო ჩადუნელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა