ტყიბულში მეშახტეებსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის შეთანხმება შედგა

ტყიბულში მეშახტეებსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის შეთანხმება შედგა და მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებში საწარმო პროცესი აღდგება. როგორც რამდენიმესაათიანი შეხვედრიდან გამოსულმა მეშახტეთა პირველადი პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ, გაგა ისაკაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მოხდა შეთანხმება კომპანიის წარმომადგენლებთან, ხვალიდან შახტებში გაგრძელდება მუშაობა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ მეშახტეებს მიეცეს გაცდენილი დღეების ანაზღაურება, მოხდეს ხელფასების ბონუსური მატება.

ისაკაძის ინფორმაციით, მეშახტეებს 27 აგვისტოდან გაუფორმდებათ მემორანდუმი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი პირობები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა