რამაზ საყვარელიძე - რამდენიმე კითხვის ნიშანი ლაგდება ამ ვერსიის გარშემო, პუტინის შურისძიება იყო თუ კადიროვის, დიდი დროა გასული, შურისძიება ისეთი რამეა, იქვე უნდა მოყვეს

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე არსებული სიუჟეტები დამაჯერებელი არ არის. ამის შესახებ მან რადიო „პალიტრის“ გადაცემაში "შუადღის სტუდია" განაცხადა.

„ჩვენ გვახსოვს ინგლისში მომხდარი ორი ფაქტი ალექსანდრ ლიტვინენკოსა და სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი არ იყო ღია მკვლელობა. ერთ შემთხვევაში პლუტონიუმი გამოიყენეს, მეორე შემთხვევაში- გაზი... ფაქტია, ორჯერ გააცუცურაკა რუსეთის უშიშროებამ ინგლისის სპეცსამსახურები ლიტვინენკოსა და სკრიპალების შემთხვევაში, თვალწინ მოწამლეს ორივე პირი. ამ სპეცსამსახურების უკეთეს დონეზე არის გაბუნიას სპეცსამსახური ან ქართული? ჯერჯერობით არსებული სიუჟეტები დამაჯერებელი არ არის. შეიძლება სიკვდილის თემაც არ ყოფილიყო, რადგან ვიმეორებ, ადამიანის სიკვდილი ცოტა უფრო უკეთეს მოტივაციას საჭიროებს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, თუ რუსეთის შესაბამისი სამსახურები სათანადოდ არ ითანამშრომლობენ ქართულ მხარესთან, რამდენად არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ნამდვილად იყო გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმა, რამაზ საყვარელიძემ განმარტა, რომ თუ ვლადიმერ პუტინს ან რამზან კადიროვს შურისძიება სურდა, ამისთვის დიდი დროა გასული.

„რამდენიმე დიდი კითხვის ნიშანი ლაგდება ამ ვერსიის გარშემო. პუტინის შურისძიება იყო თუ კადიროვის. ძალიან დიდი დრო არის გასული. შურისძიება ისეთი რამეა, იქვე უნდა მოყვეს, რომ ხალხი მიხვდეს, აი, ამის გამო დაისაჯა“,-განაცხადა საყვარელიძემ.

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა