თსუ - მსოფლიოში წამყვანმა სამეცნიერო გამომცემლობამ წიგნი გამოსცა, რომელიც თსუ-ს პროფესორ გიორგი ჯაიანის 75 წლის იუბილეს მიუძღვნა

მსოფლიოში წამყვანმა სამეცნიერო გამომცემლობამ Springer-მა, 2020 წლის ივნისში წიგნი „გარსების, ფირფიტებისა და ღეროების ანალიზი“ გამოსცა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის მექანიკის კათედრის გამგის, პროფესორ, გიორგი ჯაიანის 75 წლის იუბილეს მიუძღვნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, ამით გავლენიანმა გამოცემამ დააფასა და ხაზი გაუსვა ქართველი მეცნიერის ღვაწლის მნიშვნელობას და მის ინდივიდუალურ მიდგომას, გარსთა თეორიის მიმართულებით კვლევებისას.

მათივე ცნობით, მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის წევრის, გიორგი ჯაიანის კვლევები ძირითადად ეხება ილია ვეკუას გარსებისა და ფირფიტების თეორიის განვითარებას. ასეთი ფირფიტები ხშირად გვხვდება პრაქტიკაში დაწყებული წყალქვეშა ნავების ფრთებით და კოსმონავტიკით დამთავრებული.

„წიგნში შესულია 13 ქვეყნის (ავსტრია, აშშ, ბულგარეთი, გერმანია, იტალია, მექსიკა, პოლონეთი, რუსეთი, საფრანგეთი, საქართველო, სლოვაკეთი, სომხეთი, უკრაინა) სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლების 24 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც მოყვანილია გარსთა თეორიის მიმართულებით მიღებული უახლესი შედეგები.

წიგნი „გარსების, ფირფიტების და ღეროების ანალიზი“ (https://www.springer.com/gp/book/9783030474904) სერიით Advanced Structured Materials (https://www.springer.com /series/8611) გამომცემლობა Springer-მა ინჟინერიისა და მექანიკის მიმართულებით, გერმანელი მეცნიერების ჰოლმ ალტენბახის (მაგდებურგის უნივერსიტეტის პროფესორი, გამოყენებით მათემატიკასა და მექანიკაში) საუკუნოვანი ისტორიის მქონე ჟურნალის ZAMM  Zeitschrift für Angewandte Mathematik und Mechanik მთავარი რედაქტორი), რაინჰოლდ კინცლერის (ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი, Archive of Applied Mechanics-ის მთავარი რედაქტორი), ვოლფგანგ მიულერის (ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკის ინსტიტუტის უწყვეტ გარემოთა მექანიკის კათედრის გამგე, პროფესორი), და თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლის ნატალია ჩინჩალაძის (თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი) რედაქტორობით გამოსცა. აღნიშნული სერია მიმართულია მასალებისა და მათი სტრუქტურების ფუნდამენტური ურთიერთობების შესწავლასა და მათ გამოყენებებზე. გამომცემლობა დაინტერესებულია საკუთარი გამოცემების მაღალი სამეცნიერო დონით და სამეცნიერო საზოგადოებას უზრუნველყოფს კარგად რედაქტირებული, კომპეტენტური სამეცნიერო ინფორმაციით. სერია ინდექსირებულია Scopus-ში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას