ანრი ოხანაშვილი - შეუიარაღებელი თვალით იკვეთება რევოლუციური სცენარების ტენდენციები და ისიც, რომ გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის, რაღაცას გეგმავდნენ

შეუიარაღებელი თვალით იკვეთება რევოლუციური სცენარების გარკვეული ტენდენციები და იკვეთება ისიც, რომ გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები, როგორც ჩანს, საკუთარი მიზნებისთვის რაღაცას გეგმავდნენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რომ რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, გასარკვევია რა იგეგმებოდა რეალურად და რა კავშირი ჰქონდა ამასთან ქვეყნის შიგნით არსებულ ჯგუფებს.

"ჩემთვის საჯაროდ მედიით რაც არის ცნობილი, იგეგმებოდა ერთ- ერთ ჟურნალისტთან მიმართებაში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის განხორციელება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მივცეთ გამოძიებას მსვლელობის შესაძლებლობა და ნაადრევად არ გავაკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელმაც შესაძლოა, იმოქმედოს განწყობის შექმნაზე. აქედან გამომდინარე, მთავარია გამოძიება მივიდეს ბოლომდე. რაც მთავარია, შეუიარაღებელი თვალით იკვეთება გარკვეული ტენდენციები რევოლუციური სცენარების და შეუიარაღებელი თვალით იკვეთება ისიც, რომ გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის, როგორც ჩანს, რაღაცას გეგმავდნენ. საუბარია ქვეყნაში მიმდინარე საკითხებზე და ქვეყნის შიგნით არსებულ ჯგუფებზე, გასარკვევია და უნდა დადგინდეს ვის რა კავშირი ჰქონდა, რა იგეგმებოდა რეალურად - რასთან მიმართებაში რა სცენარი. ჩვენთვის ჩვენი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ სიცოცხლე დაცულია, მოხდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღკვეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს არ არის მარტივი საკითხი, როცა შესაძლოა, სხვადასხვა სცენარებით ხდებოდა აღნიშნულის დაგეგმვა, მათ შორის, ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული სცენარების შემდგომი განვითარებით. ძალიან მძიმე რამ იგეგმებოდა, ფაქტია, ეს აღკვეთა უსაფრთხოების სამსახურმა და დანარჩენზე უნდა დაველოდოთ გამოძიებას, მთავარია, შენარჩუნდა სიცოცხლე,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია