კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქე, სატვირთო მანქანის მძღოლია, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხ ბექაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა და ორივე სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 კი საქართველოს მოქალაქეა.

როგორც ბექაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მოქალაქე 20 წლის ბიჭია, რომელიც სავარაუდოდ, ბებიისგან დაინფიცირდა. მისივე განმარტებით, სამივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ამ ეტაპისთვის 3 დადებითი პასუხია დაფიქსირებული, აქიდან 2 არის 60-წლამდე ასაკის მამაკაცი, ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, სატრანზიტო ავტოსაგზაო საშუალებით მოძრაობდნენ, საზღვარზე დაფიქსირდა მათთან სწრაფი ტესტით დადებითი პასუხი, რის შემდეგაც გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში და უკვე ჩვენთან PCR კვლევით დადასტურდა ორივე შემთხვევაში კოვიდი. ერთი არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც ასევე დადასტურდა კოვიდი, პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში და იქ გააგრძელებს მკურნალობას. ყველანი არიან საშუალო სიმძიმის. აზერბაიჯანის მოქალაქეებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შედიან, მათი სამუშაოდან გამომდინარე, რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, მისი ბებია ამჟამად მკურნალობს იგივე კლინიკაში, სადაც თვითონ არის გადაყვანილი, ანუ პირველწყარო ბებია იყო, რაც ჩემთვის არის ცნობილი”, - განაცხადა მარეხ ბექაიამ.

იხილეთ ვიდეო:კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა