გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ ხელთუბნის ახალგაზრდებს, ივნისის ბოლოს ახალი მინისტადიონით სარგებლობა შეეძლებათ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის ახალგაზრდებს, ივნისის ბოლოს ახალი მინისტადიონით სარგებლობა შეეძლებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

,,მინისტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით დავგეგმეთ. მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში. სოფელში ფეხბურთის ორი გუნდია, მათ შორის, გოგონების გუნდიც. იმედი მაქვს, რომ კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი მათ შემდგომი წარმატებების მიღწევაში დაეხმარებათ“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ცნობისთვის, პროექტი სოფლის ახალგაზრდების ინიციატივით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში მოედნის საფარი ხელოვნური ბალახით დაიფარა, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და დიოდური განათების ახალი სისტემა, შეიცვალა ამორტიზებული ბადეები, შეიღება ლითონის კონსტრუქციები და სკამები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა