იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველ მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან, წყალტუბოს მერთან გრიგოლ იოსელიანთან და წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ზურაბიანთან ერთად, ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს არის პირველი ძეგლი, რომელიც ქართული მწერლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს მშობლიურ ქალაქში დაუდგეს.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: ვანო ჯაფარაძე, გიორგი კეკელიძე, გიზო თავაძე, ავთანდილ ყურაშვილი, ელგუჯა თავბერიძე, ზალიკო ებანოიძე და მწერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ასევე, ბიუსტის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით ლიტერატურული პერფომანსი გაიმართა და მწერლის დაბადებიდან 90 წლის იუბილე სიმბოლურად აღინიშნა.

ბიუსტის დადგმის იდეა მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ იოსელიანს ეკუთვნის, მის დასამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28321,18 ლარი დაიხარჯა და ტენდერში გამარჯვებულმა "დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა" შექმნა.

დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ გვიშტიბში, მწერლის სახლში იმყოფებოდნენ, რომლის ეზოშიც ოტია იოსელიანი, თავისივე ანდერძის თანახმად, არის დაკრძალული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა