მარიამ ჯაში - საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა გვიანი გაზაფხული, ზაფხულის დასაწყისი, ოპტიმალური შეიძლება ყოფილიყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან გაერთიანება

საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა გვიანი გაზაფხული, ზაფხულის დასაწყისი, ან ოპტიმალური შეიძლებაყოფილიყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან გაერთიანება - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან, არჩევნების ჩატარების თარიღის შესაძლო გადაწევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს მისი პირადი პოზიციაა, ხოლო საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის ერთიან მოსაზრებას ხვალ გაახმოვანებენ.

"როგორც ჯანდაცვის ექსპერტი სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ პანდემიის მეორე ტალღის მოსალოდნელი ეფექტიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ შევძლებთ უზრუნველვყოთ თავისუფალი და თანაბარი საარჩევნო გარემო. პირიქით, ხელისუფლების ხელში რჩება ბერკეტი, რომ პანდემიის გამწვავების ან მეორე ტალღის ფონზე, თუნდაც, ერთი საეჭვო შემთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მოხდეს კონკრეტული საარჩევნო უბნის იზოლირება, დაკეტვა და ამან შეიძლება ბევრად მეტი კითხვა გააჩინოს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ამდენად თუკი იქნება მსჯელობა ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, ეს არ უნდა მოხდეს ერთპარტიულად და ცალმხრივად. „ქართულმა ოცნებამ“ ახლა მაინც, ამ საკითხთან დაკავშირებით უზრუნველყოს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით საერთო მაგიდის გარშემო მსჯელობა. თუკი დეკემბერზე იქნება ჩამოყალიბებული პოზიცია, ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი, რომ 6 თვეზე გადანაწილებული სოციალური დახმარებები პირდაპირ არის მათი საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ვიმსჯელოთ, როგორც ჯანდაცვის ინტერესებიდან და სფეროს ექსპერტიზიდან გამომდინარე. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 2 ტალღას შორის პერიოდი, თუნდაც, დეკემბერი ამ შემთხვევაში, შეიძლება იყოს გონივრული, მაგრამ ზამთარი ყოველთვის არის მძიმე რესპირატორული ინფექციებიდან გამომდინარე, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა გვიანი გაზაფხული, ან ზაფხულის დასაწყისი, ან ოპტიმალური შეიძლება ყოფილიყო საერთოდ, რადგან მომავალ წელს იგეგმება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გაერთიანება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება", - განაცხადა ჯაშმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა