ანონსი 17 ივნისი

17 ივნისს, 11:00 საათზე, დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: შარტავას N7

საკონტაქტო: გვანცა პაპავაძე - 591 00 49 31

17 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი სამხედრო საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმე და რუსეთის მოქალაქის დაკავება.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

17 ივნისს, 11:00 საათზე, "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს, სადაც რამდენიმე ქვეყნის მაგალითს წარადგენს.

მის: ავალიშვილის #8

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

17 ივნისს, 11:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დიმიტრი შაშკინის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ჭიაურელის 13 (ფიქრის გორა)

17 ივნისს, 11:00 საათზე, „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “კოვიდ ინფექცია“ და „მცხეთის სამედიცინო ცენტრში“ შეყვანილი ახალი პაციენტები.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

17 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონფლიქტოლოგი , ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმე და რუსეთის მოქალაქის დაკავება.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

17 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

17 ივნისს, 11:30 საათზე, ვარკეთილის დამწვარი ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს და არსებულ ყველა ბრალდებას უპასუხებს.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

17 ივნისს, 12:00 საათზე, სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის საკითხით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

17 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

17 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე გლდანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა.

მის: გლდანი, ხიზანიშვილის ქუჩა 35, საცხობ “მადარტისთან”.

საკონტაქტო პირი: ნათია ქემაშვილი +995599410705

17 ივნისს, 14.00 საათზე, "ევროპული საქართველოს" ოფისში გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება.

მის : ბარნოვის 40

17 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

17 ივნისს, 15:00 საათზე, GIP-ის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება, რომელიც ZOOM-ში ჩატარდება.

თემა: არჩევნები COVID-19-ის პირობებში: ახალი გამოწვევა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის? პირველ პანელს მოდერირებას გაუწევს ჯონ დიპირო, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). მომხსენებლები: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე, თამარ ჟვანია; „ევროპული საქართველოს“ წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი; „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი. საკონტაქტო: ნინო აბზიანიძე - 599 48 55 08

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა