დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძე ახორციელებს კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია იუსტიციის საბჭოს წევრობასთან და მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი არასამთავრობო სექტორისა და ანა დოლიძის მიერ „დადგმულ ცირკს“ უწოდებს იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს მოუწოდა, რომ თუ მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, თანამდებობა დატოვოს. ამ შეფასების საფუძვლად მოსამართლე წევრმა დაასახელა ის, რომ ანა დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების საპასუხო ბრიფინგი იუსტიციის საბჭოდან გამართა, „რითაც, ის მათ მადლობას უხდის“.

„მინდა გამოვეხმაურო არასამთავრობო სექტორის და ანა დოლიძის მიერ დადგმულ გუშინდელ ცირკს და შოუს, რომელიც პინგ-პონგის შოუს დაემსგავსა და რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ე.წ. არასამთავრობო სექტორი სუფთა, სრულფასოვანი „კლანის“ სახითაა ჩამოყალიბებული, რომელსაც ხელმძღვანელობს ეკა გიგაური. ფაქტობრივად, მწვანე შუქს უნთებს ანა დოლიძეს, აძლევს ინდულგენციას იმისათვის, რომ მან განაგრძოს კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა. ჩემთვის გარკვეულწილად მოულოდნელიც იყო ნაზი ჯანეზაშვილის პოზიცია, რომ ანა დოლიძის საქმიანობა გასცდა იმ ფარგლებს, რაც დაწესებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლისთვის და ცალსახად ჩამოყალიბებულია, როგორც პოლიტიკოსი. დავეთანხმები გიორგი მიქაუტაძეს, იმაში, რომ აბსოლუტურად ქარწყლდება 2013 წელს რეფორმით დამდგარი შედეგი, როცა პოლიტიკოსები გავიდნენ საბჭოს შემადგენლობიდან. ამით პოლიკური შემადგენელი მოისპო იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობა უნდა დატოვოს.

ანა დოლიძემ, მას შემდეგ რაც დააფუძნა ე.წ. საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც სინამდვილეში საჯაროდ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაცია და უკვე პოლიტიკური სუბიექტია, ცალსახად ახორციელებს კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას, რომელიც აბსოლუტურად შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან და მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს. იმ მიმართვას, რომელიც პრეზიდენტისთვის არის გაგზავნილი, ვეთანხმები მე პირადად და საბჭოს სხვა წევრებიც ეთანხმებიან“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ცნობისთვის, 7 არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს მოუწოდებს, თუ ის მომავალში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, თანამდებობა დატოვოს.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ დოლიძის მხრიდან აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა