ფოთის თეატრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, გარემონტდა დარბაზი, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახები, სარდაფი, სახურავი, დამონტაჟდა ვენტილაციისა და გაგრილების სისტემები.

“შესრულებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან და ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან ერთად გაეცნო.

მეორე ეტაპზე დაგეგმილია შენობის გარე ფასადის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 795 998 ლარია. იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ალექსანდრე მოწერელია საზღვაო აკადემიის, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის, საცურაო აუზის და საფეხბურთო ბაზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ