ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, სამხატვრო გალერეა განთავსდება

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრული რეაბილიტაცია მოხდება და იქ მხატვართა სახლი განთავსდება , - ამის შესახებ მხატვრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა განუცხადა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობაში უახლოეს მომავალში სამხატვრო გალერეა განთავსდება.

უწყების ცნობით, შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე დაესწრნენ.

„მოდერნის სტილში, გასული საუკუნის დასაწყისში შენობა გერმანელმა არქიტექტორმა ედმონდ ფრიკმა ააშენა. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით გამოირჩევა. აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს გადმოეცა, ის მანამდე კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. შენობის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოებში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო იყო ჩართული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა