სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გურიის რეგიონს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტმა, ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით, დღეს გურიის რეგიონის ორკარის კანიონი და რამდენიმე აგროტურიზმში ჩართული საოჯახო მეურნეობა დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, ზღაპრული სილამაზის ორკარის კანიონის არსებობის შესახებ ბევრმა ადგილობრივმაც არაფერი იცის. მისი ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს გურიაში ადგილობრივი ტურიზმის განვითარებასა და სოფლის გაძლიერებასაც.

პრეზიდენტმა მოინახულა ასევე სოფელ წითელმთაში აგროტურიზმში ჩართული საოჯახო მეურნეობა და საოჯახო სასტუმრო "კომლი", ჩაის პლანტაციითა და ფერმით. ასევე სოფელ გორაბერეჟაულის პარკი და ერისთავების სასახლე.

სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სუფსის მარცხნივ მდებარეობს. არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, რომ ეს ადგილი ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში ყოფილა დასახლებული, აქვე ერისთავების ყოფილი ბაღის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ამ პერიოდით დათარიღებული კერამიკის ნაშთები.

პრეზიდენტმა დაათვალიერა XIX საუკუნის ერისთავების სასახლე, სასახლის ირგვლივ ერთი ჰექტარის ფართობზე გაშენებული დენდროლოგიური პარკი, სადაც წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის მცენარეები: ფანქრის ხე, კანფეტის ხე, გიგანტური სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე.

პრეზიდენტმა მოინახულა ასევე ჩოხატაურში, სოფელ ბუკისციხეში შარაშიძეების მარანი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო