დე-ფაქტო ცხინვალი - ქართველმა მხარემ წნელისთან პოლიციის კიდევ ერთი საგუშაგო მოაწყო

ქართველმა მხარემ ჩორჩანას დასახლებული პუნქტის ჩრდილო-აღმოსავლეთით, წნელისთან ახლოს პოლიციის კიდევ ერთი საგუშაგო მოაწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას “სპუტნიკ-ოსეთია” ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, „თბილისის რეჟიმმა“ ბროლოსანი-ჩორჩანას 3-კილომეტრიანი გზის მშენებლობის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა, ეს გზა კი „ქართულ მხარეს“ ტერიტორიაზე დამატებითი ძალების სწრაფად დისლოცირების საშუალებას მისცემს.

კიდევ ერთი ბრალდება, რაც ე.წ. ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ გააჟღერა ისაა, რომ „ქართულმა თვითმფრინავმა“ ე.წ.“ საზღვართან“ ძალიან ახლოს „რეკოგნისცირების მიზნით გადაფრენა განახორციელა.“

„მიუხედავად იმისა, რომ „ცხელი ხაზი“ ავამოქმედეთ, ამ გადაფრენის მიზნისა და მიზეზის შესახებ პასუხი არც საქართველოს მხრიდან და არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან მიგვიღია,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა