ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 33 შიდა გადაცემას უკავშირდება, 11 კი იმპორტულია. დაინფიცირების შემთხვევებიდან 31 პეკინში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, გასული კვირის მანძილზე პეკინში კორონავირუსით 137 ადამიანი დაინფიცირდა, რაც დედაქალაქის ყველაზე დიდ ბაზართანაა დაკავშირებული. ჩინეთის ხელისუფლებამ გასულ კვირას ბაზრის დაკეტვის გადაწყვეტილემა მიიღო. ამასთან , პეკინის 27 რაიონში კარანტინი გამოცხადდა.

საერთო ჯამში, ჩინეთში კორონავიუსის 83 265 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 4 634 ადამიანი ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა