"ქართული ოცნების" წევრი მურმან დუმბაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ „თორნიკე რიჟვაძე ძლიერი ფიგურაა, რომელსაც ყველა მხრიდან ებრძვიან“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ძლიერი ფიგურაა, რომელსაც ყველა მხრიდან ებრძვიან,- ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ილია ვერძაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იგი, "გაერთიანებული ოპოზიციის" წევრის მურმან დუმბაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი საქციელი ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

"მოსაბეზრებელია „შეთქმულების თეორიებზე“ საუბარი. ასეთი საქციელი არის ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არის ძლიერი ფიგურა, რომელსაც ცდილობენ, რომ ყველა მხრიდან ებრძოლონ",- განაცხადა ილია ვერძაძემ.

"გაერთიანებული ოპოზიციის" წევრი მურმან დუმბაძე, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულის რეზო წულუკიძის ძმის - ფირუზ წულუკიძის განცხადების გამო, გამოძიების დაწყებას მოითხოვს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე, წულუკიძეებს პირდაპირ სთხოვდა, რომ არჩევნებზე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ემუშავა. მისი თქმით, უარის მიღების შემდეგ რეზო წულუკიძე დააკავეს. მურმან დუმბაძის განმარტებით, ხელისუფლება ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით იჭერს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა