გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმერეთში კაშხლის მშენებლობა დასავლეთ საქართველოს საფრთხის წინაშე დააყენებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმერეთში კაშხლის მშენებლობა მთელ დასავლეთ საქართველოს საფრთხის წინაშე დააყენებს.

„საშინელი საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს მთლიანად დასავლეთ საქართველო. ხელისუფლება ამაზე გვპასუხობს, რომ თითქოს ჩვენ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგები ვართ და ამას ეუბნებიან იმ პარტიას, რომელმაც საქართველოში დენი, გათბობა დააბრუნა. ჩვენ არ ვართ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგები, პირიქით, გვინდა, რომ ენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობა გვქონდეს, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ, რომ შესაბამისი სეისმური და ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე დაიწყოს მშენებლობა და შეირჩეს ისეთი ადგილი, რომელზეც სეისმოლოგებიც და ეკოლოგებიც იძახიან რომ უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს იმერეთისთვის”, - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა