ელენე ხოშტარია გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე - იარაღზე საუბარი აბსურდულია, ცეცხლსასროლი იარაღი კი არა, პარლამენტთან შეშის ჩხირი ვერ შევიტანეთ

იარაღზე საუბარი აბსურდულია, ცეცხლსასროლი იარაღი კი არა, პარლამენტთან შეშის ჩხირი ვერ შევიტანეთ, როცა ამაზე პოლიციამ უკანონოდ უარი თქვა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის გიორგი რურუას საქმეზე მოწმის სახით იკითხება.

როგორც ხოშტარიამ განაცხადა, საპროტესტო აქციებზე გიორგი რურუა მუდმივად იმყოფებოდა და ამასთან, აქტიურად მონაწილეობდა მომიტინგეების საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

„ეს იყო პროპორციულის ჩაგდების ახალი საპროტესტო ტალღა. 17 ნოემბერს ღამეც იქ ვიყავი. 18-ში დაბადების დღე მქონდა და გიორგიმ რომ დამინახა, ჩამეხუტა, მომილოცა. ხელები მოვხვიე და გამორიცხულია, რაღაც არ მომხვედროდა, მასთან მჭიდრო შეხება მქონდა.

იარაღზე საუბარი აბსურდულია, ცეცხლსასროლი იარაღი კი არა, შეშის ჩხირი ვერ შევიტანეთ, როცა ამაზე პოლიციამ უკანონოდ უარი თქვა. მუდმივად იყო პოლიციის მხრიდან ჭიდაობა, დალურჯებული ვიყავი. რურუა იქ ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო მუდმივად.

პოლიცია იქ სულ იყო და რა წამს რა შარს მოგდებდა, არავინ იცის. ოჯახის წევრებს არ ვნახულობდი ისე ხშირად, როგორც პოლიციელებს. პოლიციასთან გადაჯაჭვულები ვცხოვრობდით იქ.

გიორგი იქ სულ შუაგულში, სულ აქტივისტებთან ერთად იყო“, - განაცხადა ხოშტარიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თავად რურუამ აღნიშნა, რომ ამით ის „ახალგაზრდებს მაგალითს აძლევდა".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა