რუსთავის “ცხელების ცენტრში” მყოფ 12 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავის “ცხელების ცენტრში” მყოფ 12 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავის “ცხელების ცენტრში” მყოფ 12 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში სულ 12 პირის ბიოლოგიური მასალა იქნა გადაგზავნილი, მათგან 8 ამსტერდამიდან საქართველოში დაბრუნებულების იყო.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად ,,კოვიდ 19“ არც ერთს არ დაუდგინდა. ბახტაძის განცხადებით, საკვლევი მასალები “ცხელების ცენტრიდან” ლაბორატორიაში, დღეს დილითაც გადაიგზავნა და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.