აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს

აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი დავით ანანიძე ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 2009 წელს ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს, დავით ანანიძის ოჯახს ქონება იძულებით დაატოვებინეს.

დავით ანანიძე მოითხოვს, რომ ე.წ. ხოფის ბაზრობა საკუთრებაში დაუბრუნდეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ქონების დაბრუნების მოთხოვნით „ქართული ოცნების" წევრებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

შეკრებილები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. ისინი 10 - დღიან ვადას აძლევენ ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს