ადვოკატი - იმ ადგილზე, სადაც უამრავი პოლიციელი იმყოფებოდა და მომიტინგეებს აკავებდნენ, აბსურდია, რომ რურუა ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილებულიყო

იმ ადგილზე, სადაც უამრავი პოლიციელი იმყოფებოდა, სადაც ადმინისტრაციული წესით მომიტინგეებს აკავებდნენ და გიორგი რურუას მოლოდინი ჰქონდა, რომ შესაძლოა, ისიც დაეკავებინათ, აბსურდულია, რომ ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილებულიყო, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც საძაგლიშვილი განმარტავს, გიორგი რურუას სამაგალითოდ სჯიან.

"დღეს დაიკითხნენ პოლიტიკოსები, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ გიორგი რურუასთან ერთად საპროტესტო აქციაზე 2019 წლის 17 და 18 ნოემბერს. მათ დაადასტურეს, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ასევე დაადასტურეს, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ ისინი საპროტესტო აქციებზე რეგურალურად იღებდნენ მონაწილეობას გიორგი რურუასთან ერთად. მათთვის ცნობილი იყო, რომ აქციებზე პოლიციელთა მხრიდან მომიტინგეების დაკავება ადმინისტრაციული წესით ხდებოდა. ეს ცხადია, გიორგი რურუასათვისაც ცნობილი იყო, შესაბამისად, არალოგიკურია ისტორია, რომელსაც გამოძიება გვთავაზობს, რომ თითქოს, გიორგი რურუა იმ ადგილზე, სადაც უამრავი პოლიციელი იმყოფებოდა, სადაც ადმინისტრაციული წესით მომიტინგრებს აკავებდნენ და გიორგი რურუას მოლოდინი ჰქონდა, რომ შესაძლოა, ისიც დაეკავებინათ, ცეცხლასროლი იარაღით გადაადგილებულიყო. დღეს დაკითხული მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს ამ ისტორიის აბსურდულობას. გიორგი რურუა ცალსახად პოლიტიკური პატიმარია. შემიძლია ვივარაუდო, რომ ხელისუფლება ცდილობს სამაგალითოდ დასაჯოს გიორგი რურუა, რათა სხვებისთვის ეს იყოს პრევენციულად მიმანიშნებელი, რათა ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივიზმი, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა საქართველოში დასჯადია", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 18 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა