გიორგი კანდელაკი - მოვუწოდებ მთავრობას, მოახდინოს რეაგირება და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოახდინოს რეაგირება და გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კანდელაკის თქმით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და ხელისუფლებას არანირი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქის ხელყოფის ირგვლივ სწორედ ასეთმა ქცევამ გაზარდა რისკი, რომ კიდევ უფრო თავზეხელაღებით მოიქცეს რუსეთის ფედერაცია ჩვენს ტერიტორიაზე.

« ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში მოხდა გასული წლის აგვისტოში. ეს ადამიანი ნაყოფიერად თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფოსთან როგორც ისლამური ექსტრემიზმის, ასევე რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე. 2015 წელს, თბილისის ცენტრში, ზელიმხან ხანგოშვილის წინააღმდეგ განხორციელდა მკვლელობის მცდელობა, როცა მას ესროლეს 8 ტყვია და ეს მკვლელობის მცდელობა საქართველოს ხელისუფლებამ დემონსტრაციულად არ გამოიძია. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ იმ პირებს, ვინც მონაწილეობდნენ ამ მკვლელობის მცდელობაში, მისცეს საშუალება, რომ თავისუფლად დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია. შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილმა ითხოვა სახელმწიფოს თანადგომა, რაზეც მას უარი უთხრეს და ამის შემდეგ იგი იძულებული იყო დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. გასული წლის 23 აგვისტოს, იგი მოკლეს ბერლინში. დაკავებულია გერმანიის სამართალდამცავების მიერ რუსეთის მოქალაქე და გერმანიის ხელისუფლებამ პირდაპირ დაადო ხელი ჩვენს ოკუპანტ სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციას და გერმანიის ტერიტორიიდან რუსი დიპლომატებიც კი იქნა გაძევებული. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე ისაუბრა თავად გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და გამაგონებელია, რომ ჯერაც, თითქმის ერთი წელი გავიდა, საქართველოს მოქალაქის მკვლელობიდან და სახელმწიფოს არ უთქვამს არაფერი. არათუ რამე ფასი გადაუხდევინებია და რაღაც ქმედითი დიპლომატიური ნაბიჯისთვის მიუმართავს საქართველოს, რომ რაღაც ფასი მაინც გადაეხადა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქის მკვლელობებში, არამედ საერთოდ არაფერი არ უთქვამს. სწორედ ასეთმა ქცევამ საქართველოს მოქალაქის ხელყოფის ირგვლივ, გაზარდა რისკები, რომ კიდევ უფრო თავზეხელაღებულად მოიქცეს რუსეთის ფედერაცია ჩვენს ტერიტორიაზე ან ჩვენი მოქალაქეების მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ახლაც აქტუალური და მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოსთვის, ვიყენებ შესაძლებლობას და „ევროპული საქართველოს“ სახელით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოხადინოს რეაგირება და გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა