მედიკოსები უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პანდემიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართული სამედიცინო უწყებებისა და მათი წარმომადგენლების დაჯილდოების მორიგი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკანონმდებლო ორგანოში მოწვეულ სტუმრებს, რომელთაც პანდემიის გამოვლენიდან დღემდე საგანგებო რეჟიმში უწევდათ მუშაობა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი მიესალმნენ. კანონმდებელთა შეფასებით, კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, მასთან დაქვემდებარებულმა საქვეუწყებო დაწესებულებებმა, სამედიცინო კლინიკებმა თუ სხვა შესაბამისმა უწყებებმა აირჩიეს, ეფექტური აღმოჩნდა რეგიონში პანდემიის დასამარცხებლად.

აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ პროფესიონალიზმის, საქმისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომის შედეგად აჭარას ე.წ. „მწვანე ზონის“ სტატუსი მიენიჭა, რისთვისაც უმაღლესი საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს მოწვეულ სტუმრებსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ამ საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს. კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებების სწორი და ოპერატიული ღონისძიებების გატარებისათვის უმაღლესი საბჭოს „მადლობის სიგელებით“ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ აჭარის საზოგადეობრივი ჯანდაცვის ცენტრი, კლინიკა „მედალფა“, შპს სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი, კლინიკა „მედემერჯენსი“, შპს ქალაქ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის N1 პოლიკლინიკა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების აჭარის ცენტრი (ხელმძღვანელი მინდია კახიძე), დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველო (უფროსი ნინო გუგუშვილი), ეპიდემოილოგი მანონი ბასილაძე (ქობულეთი), სტომატოლოგი ბაკურ ნაკაშიძე, ბათუმის სამედიცინო ცენტრის BIA-ს ექიმი ფსიქიატრი - სერგო ცომაია, ქირურგი დავით ბერიძე, ონკოლოგი ხათუნა შოთაძე, აჭრის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი მაია კონცელიძე დაჯილდოვდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა