ეროვნული გვარდიის მეთაურად პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას ახალი მეთაური ჰყავს. დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული გვარდიის მეთაურის რანგში პოლკოვნიკ რომან ჯოხაძესთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორები გიორგი მათიაშვილი და ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ, ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე აქტივობებსა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ეროვნული გვარდიის მეთაურად დანიშვნამდე პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკებში საქართველოს თავდაცვის ატაშე იყო. მას თავდაცვის ძალებში სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა, მათ შორის იყო გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, J2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში სამხედრო ექსპერტი. მუშაობდა ასევე, ეროვნულ გვარდიაში ჯერ ბატალიონის, შემდეგ კი საწვრთნელი ცენტრის მეთაურად. პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო მისიებში ერაყსა და ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო განათლების მიღების შემდეგ, რომან ჯოხაძემ განათლება სამხედრო მიმართულებით გააგრძელა. დამთავრებული აქვს საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი რუმინეთში, ნატოს თავდაცვის კოლეჯი იტალიაში და აშშ-ის ომის კოლეჯი“,-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა