ბათუმის მერიის შენობასთან, თურქეთში დღიურ სამუშაოზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის მერიის შენობასთან, თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

მოქალაქეების განცხადებით, პანდემიის გამო, ისინი სამუშაოს გარეშე დარჩნენ და 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, თურქეთში ქალაქ ქემალფაშაში ყოველდღიურად გადადიოდნენ და ვაჭრობდნენ, რის შესაძლებლობაც ახლა არ ეძლევათ.

აქციის მონაწილეების თქმით, ფინანსური კრიზისის გამო, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

„ძალიან ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა. ჩვენ ულუკმაპუროდ დავრჩით, მოგვცენ როგორც სამუშაოდაკარგულებს ერთჯერადი დახმარება. ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს, ვიდრე არ დაგვეხმარებიან",- განაცხადა აქციის მონაწილე მარინა შაინიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა