ცოტნე ანანიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მაუწყებელს დააზარალებს

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ამ ეტაპზე მაუწყებელს დააზარალებს, - ეს განცხადებას აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ცოტნე ანანიძემ გააკეთა.

ანანიძე 8 პოლიტიკური პარტიის განცხადებას გამოეხმაურა.

"არსებობს კითხვები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და ამ კითხვებს, რა თქმა უნდა, დავსვამთ, ჩვენ გვექნება შეხვედრა უმაღლეს საბჭოში მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და დავსვამთ ყველა შეკითხვას, მაგრამ ამ ეტაპზე, როცა 2019 წლის ანგარიშს ვისმენთ, ვფიქრობ, იმპიჩმენტი მაუწყებელს მხოლოდ დააზარალებს", -განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

აჭარაში მოქმედი 8 პოლიტიკური პარტია, აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართავს და მოითხოვს, რომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დათხოვნის პროცედურებში დეპუტატებმა მიიღონ მონაწილეობა. როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია აბულაძე აცხადებს, მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის დასაწყებად უმაღლესი საბჭოს 6 დეპუტატის ხელმოწერა უკვე არის და პროცედურების დასაწყებად 7 ხმა არის საჭირო. გია აბულაძე დეპუტატებს - ცოტნე ანანიძეს, ნინო ჩხეტიას და მერაბ ბლადაძეს მოუწოდებს, რომ იმპიჩმენტის დოკუმენტს ხელი მოაწერონ, რადგან აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს და პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა