ახმეტის წყლის სისტემის მოწყობის შემდეგ, აბონენტების ახალ ქსელზე გადართვა მიმდინარეობს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ახმეტაში, წყლის სისტემის მშენებლობის ფარგლებში, ახალი ქსელის მოწყობა და ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ამ დროისთვის, ქალაქის ძველი, ამორტიზებული სისტემიდან ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ახმეტის მოსახლეობის 40 % წყალმომარაგების ახალი სისტემით სარგებლობს. დარჩენილ ქუჩებზე გადართვით სამუშაოები აქტიურად გრძელდება და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

“სამუშაოების შედეგად, ქალაქი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მას შემდეგ, რაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შეასრულა ვალდებულება და ქსელი მოსახლეობის ეზოებამდე და კორპუსების სადარბაზოებში მოაწყო, შიდა ქსელის მოწესრიგება აბონენტებმა უნდა უზრუნველყონ. ახმეტის წყლის სისტემის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი საქლორატორო, ასევე მოეწყო წყლის გამანაწილებელი ქსელი და დაერთების კვანძები. სამუშაოებს 8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს