თორნიკე რიჟვაძის საინვესტიციო პოლიტიკის ხელშეწყობის ინიციატივას, აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით განიხილავენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს“ და ასევე, საინვესტიციო პოლიტიკის ხელშეწყობის ინიციატივას, გამარტივებული წესით, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბიუროს წევრებმა, შენიშვნის გათვალისწინებით, განსაზღვრეს 18 ივნისის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი. პლენარული სხდომით უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია დაიხურება.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს მე-12 სხდომაზე, კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკის ხელშეწყობას ითვალისწინებს, ბიუროს გადაწყვეტილებით, გამარტივებული წესით პლენარულ სხდომაზე განიხილება. ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო გიორგი რომანაძის მიერ წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე მოისმენენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა