საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფება, აქციის მონაწილეებმა ლობიო მიიტანეს

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ვასილ როინიშვილის ფიცის დადების ცერემონიალის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციაზე პარტია “ლელოს” წევრები და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენლები საყვირებით მივიდნენ.

აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცის დადების ცერემონიალს ესწრებოდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოოდ ჩამოიშალა, რადგან სასამართლოში ადეიშვილი დაბრუნდა.

"ვასილ როინიშვილის დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოში ნიშნავს ადეიშვილის დაბრუნებას სასამართლოს სისტემაში და არის ღალატი კონსტიტუციისა და სახელმწიფოსი“, - აცხადებს პარტია "ლელოს" აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ირაკლი კუპრაძე.

პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან ლობიო მიიტანეს.

"20 ივნისის ღამეს ახალგაზრდებს თვალებს თხრიდნენ, სალომე ზურაბიშვილო სალობიეში დადიოდა. როცა გიორგი გაბუნიამ განცხადება გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა პუტინს ბოდიში მოუხადა. ეს ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი მსახურია რუსეთის",- განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა