ბაშარ ალ ასადის ბიძას, სირიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს საფრანგეთის სასამართლომ ფულის „გათეთრების“ გამო 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის ბიძას, ფულის „გათეთრებისთვის“, საფრანგეთში 4 - წლიანი პატიმრობა მიესაჯა. რიფატ ასადი ბაშარ ალ ასადის მამის, ჰაფეზ ასადის უმცროსი ძმაა. 82 წლის რიფატ ასადს, რომელიც წარსულში სირიის ვიცე-პრეზიდენტი იყო, უძრავი ქონების სფეროში უკანონო ფინანსურ მაქინაციებში ედება ბრალი. კონკრეტულად კი, BBC-ის ცნობით, მას ბრალი დასდეს სირიის სახელმწიფო ფინანსების გამოყენებაში, რითიც 90 მილიონი ევროს ღირებულების სახლები და ოფისები შეიძინა.

თავად რიფატ ასადი ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარიზსა და ლონდონში მას ქონებას ჩამოართმევენ. რიფატ ასადის საქმეს საფრანგეთში 2014 წლიდან იძიებენ. 5 წლის შემდეგ, საფრანგეთის სასამართლო ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ ის სასამართლოს წინაშე უნდა წარმსდგარიყო 1984-2016 წლებში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებებისთვის. მათ შორის იყო ორგანიზებული ფულის „გათეთრება“, საგადასახადო თაღლითობა და სირიის სახელმწიფო თანხების გაფლანგვა. საქმეზე სასამართლო წარმოება გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ასადი უარყოფდა ბრალდებებს და ამბობდა, რომ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახიდან იღებდა საჩუქრებს. საფრანგეთის გარდა, მას 507 უძრავი ქონება ჰქონდა შეძენილი ესპანეთშიც, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 695 მილიონ ევრომდე იყო. ესპანეთის ხელისუფლებამ ასადს ქონება 2017 წელს ჩამოართვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა