სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 19 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 19 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი დიღმის, ნატბეურების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ქვემო ვეძისის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, მიხეილ ჭიაურელის, გოთუას და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკა ბეჟანიშვილის, ქართლის, ღოღობერიძის, ილურიძის, დაისის, კნოლევის და ქსოვრელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის, ვაგზლის მოედნის, გორის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, ფიფიას, შანავას, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ცაბაძის, ლებანიძის, წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, ბაქოს, დოლიძის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის და სურამის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ლებანიძის, ცაბაძის, ბორჯომის და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის, სოფელი დიდების, სოფელი ბეთანიის და სოფელი კვესეთის მცხოვრებლებს.

ამასთნა, გეგმური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო, 12 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ხევის, წყნეთის და თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის და სოფელი წავკისის მცხოვრებლებს. კრწანისის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ორთაჭალის, გორგასლის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა