მამუკა ხაზარაძე - ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესის დამცველია

საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესის დამცველია , - ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ღირსება, როლი და მნიშვნელობა სწორედ მისი მოქალაქეების ღირსების, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვით იზომება.

"ის ვინც არ რეაგირებს ბოროტებაზე, ისეთივე დამნაშავეა, როგორც ის, ვინც აკეთებს ამ ბოროტებას. ის ვინც იღებს მას პროტესტის გარეშე, ხდება ამ მოქმედების თანამონაწილე", - უთქვამს მარტინ ლუთერ კინგს.

ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს თავის მოქალაქეს, ვერ პასუხობს ქართველებისთვის ღირსების დამამცირებელ პირდაპირ მუქარას ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლისგან, ოკუპანტი ქვეყნის გეგმების გამტარებელი და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედია.

სახელმწიფოს ღირსება, როლი და მნიშვნელობა სწორედ მისი მოქალაქეების ღირსების, უსაფრთხოების და უფლებების დაცვით იზომება!”, - აღნიშნავს ხაზარაძე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა