პანდემიის ფონზე ლონდონის მერმა საკუთარი ხელფასი 10 %-ით შეამცირა

ლონდონის მერმა სადიკ ჰანმა საკუთარი ხელფასი 10 %-ით შეამცირა, მერიის იმ თანამშრომლებს კი, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ, ხელფასის მომატება შეუჩერა, რათა საქალაქო ბიუჯეტის ხარჯები შეამციროს ქვეყანაში არსებული პანდემიის ფონზე. ამის შესახებ itv იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ლონდონის მერის ხელფასი წელიწადში 152 734 ფუნტია. შესაბამისად, 2020 წელს სადიკ ჰანი 15 300-მდე ფუნტით ნაკლებ ხელფასს აიღებს.

მერის განცხადებით, ეკონომიის ხისტი ზომების გატარების მომხრე არ არის, მაგრამ ახლა რომ არ შემცირდეს ხარჯები, ქალაქის ხელმძღვანელობას მოუწევს თანხები პოლიციას, მეხანძრეებსა და სხვა მნიშვნელოვანი სამსახურების თანამშრომლებს ჩამოაჭრას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა