ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი აგვისტოში, პორტუგალიის დედაქალაქში დასრულდება

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს UEFA-ს განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეწყდა, მინი ტურნირის სახით 8 გუნდის მონაწილეობით ლისაბონში, აგვისტოში დასრულდება.

მეოთხედ და ნახევარფინალები, ნაცვლად ტრადიციული სახლში და სტუმრად ორი თამაშისა, 12 აგვისტოდან თითო ეტაპად გაიმართება, ფინალური თამაში კი 23 აგვისტოს, ლისაბონში შედგება - განაცხადა UEFA-ს გენერალური მდივნის მოადგილემ აღმასრულებელი კომიტეტის ვიდეოკონფერენციის შემდეგ. დარჩენილი მე-16 ტურის მატჩები 7 და 8 აგვისტოს ჩატარდება.

UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი აცხადებს, რომ როგორც მოსალოდნელია, მატჩები გულშემატკივრების დასწრების გარეშე ჩაივლის, თუმცა ცვლილების მცირედი შანსი არსებობს. UEFA-ს განცხადებით, სტამბოლი, რომელსაც ფინალური მატჩისთვის წელს უნდა ემასპინძლა, მომდევნო - 2021 წელს დაუთმობს თავის სტადიონს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ღონისძიებას. UEFA-მ აქვე დაადასტურა, რომ ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისს დაიწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა