დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა

დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ კნირშს, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლასს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილეს ბენჯამინ ლაკოკს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თემატიკა, მათ შორის ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისა და კოორდინაციის აუცილებლობას და გამოიხატა მადლიერება პარტნიორების მხრიდან საქართველოსათვის აღმოჩენილი დახმარების გამო.

მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული პოზიტიური ვითარების გათვალისწინებით, ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება საქართველოს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის, მოქალაქეთა მიმოსვლის აღდგენის თაობაზე საგნობრივი საუბარი საზღვრების გახსნის კონკრეტული ვადების განსაზღვრის მიზნით. საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა