ჭუბერში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ჭუბერში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

"ადგილზე ინდივიდუალური სპეციალური აღჭურვილობით და დრონით გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მესტიის და ჯვრის სამმართველოებიდან. დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ამ დროისთვის წიწვოვან ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორის დამუშავება" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა