სუს-ის უფროსის განცხადებით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ვერ ისაუბრებს და საზოგადოება ინფორმაციას პერიოდულად უწყების პრესსამსახურისგან გაიგებს

სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ საზოგადოება ინფორმაციას პერიოდულად გაიგებს უწყების პრესსამსახურის მხრიდან.

„ვერაფერს გეტყვით, პერიოდულად გაიგებთ ჩვენი პრესსამსახურის მხრიდან“, - განაცხადა გრიგოლ ლოლუაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება საქმის მასალები, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ არ შეიძლება.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

იხილეთ ვიედო:სუს-ის უფროსი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეზე კომენტარს არ აკეთებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა