სოფო კილაძე - დონალდ ტუსკი შეცდომაშია შეყვანილი, სამწუხაროდ, ვხედავთ ჩვენი ოპონენტების ლობისტურ საქმიანობას, რომელიც აზიანებს ქვეყნის იმიჯს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე თვლის, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი შეცდომაშია შეყვანილი, როდესაც ის გიორგი რურუას პატიმრობის თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია აქტიურად ეწევა ლობისტურ საქმიანობას, რაც ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

"ჩვენ ვნახეთ დაახლოებით ერთი კვირის წინ, თითქოს რამდენიმე კონგრესმენს განეცხადებინოს, რომ ბატონი ივანიშვილი არის პუტინის აგენტი. შემდეგ გამოვიდა ერთ-ერთი კონგრესმენი და თქვა, რომ მან არ იცოდა, რა ეწერა იმ დოკუმენტში. მე მგონია, რომ დაახლოებით იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

გასაგებია, რომ ბატონი ტუსკი „ტვიტერზე“ წერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის შეცდომაში შეყვანილი ისევე, როგორც ის კონგრესმენი იყო. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ლობისტურ საქმიანობას ვხედავთ, რომელიც აზიანებს ქვეყნის იმიჯს. იქამდე, სანამ არ იქნება სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება ბატონ რურუაზე ამ კონკრეტულ საქმეზე, რაზეც ბრალი აქვს წაყენებული, ვერ გავაკეთებ ვერანაირ განცხადებას, მაგრამ ფაქტი ერთია - სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში შეიძლება იყოს ხალხის ფულის, 50 მილიონი ლარის ქურდი და ის მონათლონ პოლიტიკურ დევნილად, მათ შორის აქტიური ლობისტური საქმიანობით ქვეყნის გარეთ. ეს ძალიან სამწუხაროა," - განაცხადა კილაძემ.

ცნობისათვის, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: "შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება. მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა