ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - 2019 წელს, 35%-ით შემცირდა გარდაცვალებათა რაოდენობა სამუშაო ადგილებზე

2019 წელს, 35%-ით შემცირდა გარდაცვალებათა რაოდენობა სამუშაო ადგილებზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს დამატებითი რეკომენდაციების შემუშავება იმისათვის, რომ შრომის ინსპექციის მანდატი კიდევ უფრო გაძლიერდეს.

როგორც ბარკალაიამ აღნიშნა, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 12 000-ზე მეტი ინსპექტირება ჩატარდა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით 2019 წელის განმავლობაში ჩვენს სოციალურ პარტნიორებთან ერთად, რომ ინსტიტუციურად გაგვეძლიერებინა შრომის უსაფრთოების სისტემა. ჩვენ ინსპექციის სამსახური გავაძლიერეთ და შევქმენით როგორც დეპარტამენტი, რომელიც ამ ეტაპზე სამი მიმართულებითაა მოქმედი. სამუშაო ადგილებზე შრომის პირობების უსაფრთხოება არის ძირითადი მანდატი, ასევე ტრეფიკინგის შემთხვევების იდენტიფიცირება სამუშაო ადგილებზე, შესაბამისი რეაგირება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი პანდემიის პერიოდში. ამ პერიოდში ეტაპობრივად იზრდება ინსპექტირებების რაოდენობა. 2019 წელს დაახლოებით 900-მდე ინსპექტირება იყო შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, ხოლო 12 000 - მეტი ინსპექტირება ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარდა.

2019 წელს ძალიან კარგი შედეგი დაიდო, სადაც 35%-ით შემცირდა გარდაცვალებათა რაოდენობა სამუშაო ადგილებზე, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი პრევენციული ზომები და დამსაქმებელთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ გარდაცვალებები და უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, ხდებოდა რეკომენდაციების შემუშავება და იმ მანდატის გაძლიერება, რაც შრომის ინსპექციას დღეს გააჩნია“, - განაცხადა ბარკალაიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე