ამირან გამყრელიძე - გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, მაგრამ ასე არ ყოფილა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოდნავ დინამიკა არის იმის, რომ ვირუსის ვირულენტობა მცირდება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ გლობალურად. მისივე თქმით, შესაძლებელია, ზაფხულში ვირულენტობის შემცირება გაგრძელდეს.

„საქართველომ დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი დადო რეგიონში „კოვიდ 19“-თან ბრძოლაში. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს ირგვლივ ქვეყნებში რაც ხდება. იცით, რომ დღეს 5 შემთხვევა დაემატა. ეს არის ერთეული შემთხვევები. თითქმის ყველა შემთხვევის წყარო ვიცით, კონტაქტები იზოლირებული არიან, კარანტინში არიან გადაყვანილი და მათზე ზედამხედველობა მიმდინარეობს. მთავარია, რომ აქამდე ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება შევაჩერეთ და ახლა მართვის სტადიაში ვართ. ჩვენ უნდა ვმართოთ ერთი მხრივ, ახალი შემთხვევები და მეორე მხრივ, თანდათან იხსნება ეკონომიკა, რომ მოსახლეობამ იმუშაოს, შემოსავალი ჰქონდეს და ა.შ. ამიტომ, ეს ბალანსი უნდა დავიჭიროთ. იქნება თუ არა მეორე, მესამე, მეოთხე ტალღა, ამაზე მეცნიერები მსჯელობენ. ოდნავ დინამიკა არის იმის, რომ ვირუსის ვირულენტობა მცირდება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ გლობალურად. შესაძლებელია, ზაფხულში ვირულენტობის შემცირება გაგრძელდეს. რაც გვეგონა, რომ ეს თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, ასე არ ყოფილა. მთავარია, რომ ყველა შემთხვევა კონტროლირებადია და მართვას ემორჩილება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. ჟურნალისტის კითხვაზე, ამჟამად რამდენი პაციენტის წყარო არ არის ცნობილი, გამყრელიძემ ასე უპასუხა: „თითქმის ყველა წყარო ვიცით. 6 ადამიანთან დაკავშირებით ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს, წინა შემთხვევებზე ვსაუბრობ. რაც დღეს გითხარით, ბოლო 5 შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია“,-განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თაკარა მზე კორონავირუსს არ კლავს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა