ნათია თურნავამ „ნოკიას“ რეგიონულ დირექტორს საქართველოს ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფინური კორპორაციის „ნოკიას“ რეგიონულ დირექტორთან, მიკკო ლავანტისთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

„ნოკიას“ რეგიონულ დირექტორს გავაცანით საქართველოს ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი და ის შესაძლებლობები, რომელთაც კომპანია წარმოების საქართველოში დაწყების შემთხვევაში მიიღებს. ჩვენი შეთავაზებები ძალიან მალე აისახება მთავრობის პოსტკრიზისულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. მანამდე ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან, რათა უკეთ შევიტყოთ, რამდენად არის შესაბამისობაში მათი განვითარების სტრატეგიები საქართველოს მთავრობის პოსტკრიზისულ ხედვებთან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ჩვენ შევარჩიეთ 400-ზე მეტი კომპანია, რომელთა ტოპ-მენეჯმენტთანაც ვახორციელებთ პირდაპირ დიალოგს და ვაცნობთ იმ უპირატესობებს, რომლებიც საქართველოს, როგორც ახალ რეგიონალურ ჰაბს, გააჩნია,“ - განაცხადა თურნავამ.

შეხვედრა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და ინვესტიციების მოზიდვის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა