მერაბ ტურავა - გავხდები თუ არა თავმჯდომარე, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზეა დამოკიდებული

"გავხდები თუ არა თავმჯდომარე, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება",- ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მერაბ ტურავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მომავალ კვირას კენჭისყრა გაიმართება და ხუთი ხმაა საჭირო თავმჯდომარის ასარჩევად. გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღება. დღეს მოქმედი კანონმდებლობა კანონის არავისთან შეთანხმებას არ ითვალისწინებს. ძველი კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლო ერთ კანდიდატზე თანხმდებოდნენ და შემდეგ წარუდგენდნენ, საკონსტოტუციო სასამართლოს პლენუმს, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეს მიდგომა შეიცვალა, მინიმუმ სამი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ხელს აწერს განაცხადს, ეს განაცხადი საორგანიზაციო დეპარტამენტს ბარდება და კენჭისყრის დროს ვინც მიიღებს მინიმუმ 5 ხმას, ის გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. ეს პროცედურა კონსულტაციებს არ ითვალისწინებს, აბსოლუტურად დამოუკიდებელია ხელისუფლების ყველა შტოსგანს. ჩემი კანდიდატურის წარდგენა მოსამართლეებმა მოახდინეს, მათ ერთმანეთში მოილაპარაკეს. საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება. მე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაში ერთი ხმის უფლება მაქვს. საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოში ხუთწლიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს, ასევე აკადემიურ სფეროში დიდი ხანი ვმოღვაწეობდი და ჩემმა კოლეგებმა ასე გადაწყვიტეს, ასე ცალკე ჩემს თავს ვერ დავასახელებდი, რადგან ეს იქნებოდა სასაცილო",- განაცხადა მერაბ ტურავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს